პროპორციული არჩევნების კანონპროექტს კახეთიდან მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, არიან კახეთის რეგიონიდანაც.
თავი შეიკავეს ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა გურამ მაჭარაშვილმა, საგარეჯოს მაჟორიტარმა რომან მუჩიაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა.

საკითხს მხარი მხოლოდ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა დაუჭირა.

რაც შეეხება ახმეტისა და თელავის დეპუტატს გელა სამხარაულს, ის სხდომას საერთოდ არ დასწრებია.



ამავე თემაზე:
პარლამენტმა პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდო

| Print |
FaceBook Twitter Google