"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები კახეთიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ
თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდება "პატრიოტთა ალიანსიც". მათი მხარდამჭერები კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან  თელავის სახელმწიფო უნვერსიტეტთან შეკრიბნენ.
10-მდე მიკროავტობუსით, 200-მდე მხარდამჭერი თბილისისკენ უკვე გაემგზავრა.

ჩატარდეს მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით - ამ საერთო მოთხოვნის მიუხედავად, "პატრიოტთა ალიანსი" სხვა ოპოზიციური ძალების მიერ დღეს დაანონსებულ აქციას არ უერთდება და რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურ, ფართომაშტაბიან მანისფესტაციის მოწყობას გეგმავს.


| Print |
FaceBook Twitter Google