თელავში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, ქართულ-გერმანული კონსორციუმის ორგანიზებით, ,,კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის" ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რვავე მუნიციპალიტეტის მერი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო სამომავლოდ მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვასა და რეგიონის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.



| Print |
FaceBook Twitter Google