25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ. აღნიშნულის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია საუბარი.
კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და მისი ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.

ცნობისთვის, კანონის ამოქმედების ვადად  2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.

| Print |
FaceBook Twitter Google