სოფელ შახვეტილასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3 492 მეტრზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი.
ახმეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა. რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 324 353 ლარი დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google