პოლიციამ დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ვინაობა დაადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ვინაობა დაადგინა.
უწყების ინფორმაციით, მძღოლი გამოიკითხა და პასუხისმგებლობის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google