თელავის #3 ბაღში ბუნებრივი აირის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
თელავში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება, რის გამოც ვერც გამათბობელს რთავს და ვერც წყლის გამაცხელებელს.
აღნიშნული მიზეზით სწავლა ორი დღეა შეწყდა თელავის #3 საბავშო ბაღში.

-„ორი დღეა რაც ბუნებრივ აირზე რაბილიტაცია მიმდინარეობს. წნევა ძალიან დაბალია და ავარიულად რთავს გათბობის ქვაბს. მოხდა ახალი მრიცხველის დაყენება. გუშინ გვიან დაამთავრეს სამუშაოები და ხაზის შემოწმების დროს წნევა ისევ ძალიან დაბალი იყო. ახალ ხაზზე გადააერთეს და ველოდებით ქვაბის სატესტო გაშვებას, ეყოფა თუ არა წნევა. ვერ გეტყვით, როდის განახლდება პროცესი, ჩვენ თელავგზზე ვართ დამოკიდებული,“-განუცხადა speqtri.ge-ს თელავის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ლუარსაბაშვილმა.

თელავგაზი მიმდინარე წლის იანვრიდან სოკარის მფლობელობაშია.

კომპანიის საინფორმაციო სამსახურში კი განაცხადეს, რომ რუსთაველის, გუდიაშვილის, თამარ მეფის, ინგოროყვას, გორგასლის, ქიაჩელის, რობაქიძისა და თოდრიშვილის ქუჩებზე დაბალი წნევაა და მიმდინარეობს სამუშაოები. თუმცა როდის აღმოიფხვრება პრობლემა, ვერ აკონკრეტებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google