ხმაური თელავში - "ევროპული საქართველოს" წევრი მაჟორიტარების კარზე ბოქლომის დადებას ცდილობს
ამ წუთებში თელავის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ქალაქის მერია, საკრებულო, დეპუტატების ბიუროები და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა განთავსებული, პოლიციაა მობილიზებული.
"ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და საკრებულოს დეპუტატს მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შესვლის და მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ლელა მენთეშაშვილის თქმით, ის იმდენიხანი დარჩება ადგილზე, ვიდრე ბოქლომის დადებას არ მოახერხებს.

პოლიცია აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს მედიის წარმომადგენლებსაც.


| Print |
FaceBook Twitter Google