თელავის #3 საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
თელავის #3 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა და ორდღიანი შეფერხების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
-"ბუნებრივი არის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, პრობლემა გადაიჭრა და ბაღი სრული დატვირთვით მუშაობს. მხოლოდ ამ სააღმზრდელო დაწესებულებაში იყო შეფერხება, მეტი არსად.

ცნობისთვის, აღნიშნულ ბაღში, დაბალი წნევის გამო, გამათბობელს ვერ რთავდნენ და ამიტომ სასწავლო პროცესი ორი დღის განმავლობაში არ მიმდინარეობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google