გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუმრობდნენ აფხაზი, არაბი და იაპონელი ახალგაზრდები, ასევე კათოლიკე და მართმადიდებელი ქრისტიანები.
მათ ისაუბრეს თავიანთ ეროვნებასა და რელიგიაზე.

-"ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეებს ჩვენი კლუბი ყოველთვის აღნიშნავს. დღეს ტოლერანტობის მნიშვნელობა ბევრმა ადამიანმა არ იცის, ჩვენი მიზანი კი ზუსტად ამ პრობლემის აღმოფხვრა და ახალგაზრდებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა იყო, რაც, ჩემი აზრით,გამოგვივიდა,"-აღნიშნა სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა თამუნა ზირაქაშვილმა.

ცნობისთვის, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
| Print |
FaceBook Twitter Google