"ოცნებას" კანდიდატი იმ ოლქებში არ ეყოლება, სადაც "ნაციონალები" კენჭს არ იყრიან
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის  კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე მათ არ ეყოლებათ კანდიდატები იმ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“  მაჟორიტარებს არ დააყენებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებით, მმართველი ძალა გზას უხსნის ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს.

| Print |
FaceBook Twitter Google