საკრებულოს დეპუტატი - ნინო გოგოლაშვილისთვის არ ჩამირტყამს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საკრებულოს დეპუტატი ილია ბაიდოშვილი.
როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა,  სამოქალაქო მოძრაობის წევრ ნინო გოგოლაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

-"რასაც ქალბატონი ნინო ამბობს, ვერ დაადასტურებს, რადგან მაგის მტკიცებულება არ არსებობს. არანაირი ჩარტყმა არ ყოფილა, იქ ბევრი კამერა იყო და არავის დაუფიქსირებია. მე ბაზარში ვიყავი საყიდლებზე, შელაპარაკება მოხდა, მაგრამ ჩარტყმას ადგილი არ ჰქონია,"-განაცხადა ბაიდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობის წევრ, ნინო გოგოლაშვილზე თავდასხმა სოფელ ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც კამპანიის "ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალები" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, სიღნაღის საკრებულოს წევრმა, ილია ბაიდოშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციაში დაკითხვაზე დღეს უკვე იმყოფებოდა ნინო გოგოლაშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google