ხანძარი სოფელ გრემში - გარდაცვლილია 12 წლის მოზარდი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს არასრულწლოვანი ემსხვერპლა. საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.
სოფელ გრემში ყვარლის მერის წარმომადგენელის დავით ბერიკაშვილის თქმით, სახანძრო სამსახური დაგვიანებით მივიდა ადგილზე, ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ 12 წლის ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

ამ წუთებში მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google