თუშეთის ექიმი - საკმარისი მედიკამენტები მაქვს
თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა უკვე ჩაიკეტა და გარესამყაროსთან მოწყვეტილ სოფლებთან ადგილობრივ მოსახლეობას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აკავშირებს.
თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის თქმით, დიდთოვლობის გამო პაციენტებს სოფლიდან სოფელში ფეხით აკითხავს, მედიკამენტების რაოდენობა კი ამ დროისთვის საკმარისი აქვს.

"ჯერჯერობით მაქვს საკმარისი მედიკამენტები, დეკემბრის ბოლოსკენ ჩავალ ბარში და კიდევ მოვიმარაგებ. უკვე ორი კვირაა ცხენი დაბინავებული მყავს შენაქოში, თოვლი ნახევარ მეტრს ასცდა და ვეღარ დამყავს, ფეხით დავდივარ პაციენტებთან,"- განაცხადა ხვედაგურიძემ.

ცნობისათვის, თუშეთში 20-მდე მუდმივი მოსახლეა დარჩენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google