ნინო გოგოლაშვილის ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნინო გოგოლაშვილის ადვოკატი ივანე ნორაკიძე კი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 

-"სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრა, სწორია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ გამოძიება გააგრძელონ 156- ე მუხლით, რაც ძალადობის გამოყენებით, პოლიტიკურ დევნას ნიშნავს და პასუხისგებაში მისცენ, არა მხოლოდ ილია ბაიდოშვილი, არამედ ვანო მირიანაშვილი და მისი თანმხლები პირებიც,"- განაცხადა ნორაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობის წევრ, ნინო გოგოლაშვილზე თავდასხმა სოფელ ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც კამპანიის "ვამხილოთ მაჟორიტარი ფეოდალები" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, სიღნაღის საკრებულოს წევრმა, ილია ბაიდოშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


| Print |
FaceBook Twitter Google