პანკისში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გადაცვლილ მამაკაცს დღეს დაკრძალავენ
პანკისში, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილ ვისო ქავთარაშვილს დღეს ორ საათზე სოფელ ჯოყოლოში დაკრძალავენ.
რაც შეეხება დაჭრილ ორ ახალგაზრდას ქავთარაშვილსა და დუიშვილს, ისინი ახმეტის და თელავის საავადმყოფოდან წუხელ ღამით თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი უხუცესები ამბობენ, რომ ორი გვარის შერიგება სახალხო კრებისა და ახლობლების შეხვედრებით უნდა მოხდეს. მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე სიტუაცია არ დამშვიდდება.

ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები პატრულირებდნენ.

ცნობისთვის, გუშინ სისხლიანი გარჩევის შედეგად პანკისში 36 წლის ვისო ქავთარაშვილი დაიღუპა, დაჭრილია სამი ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google