შესაძლოა პანკისში ორი გვარის შესარიგებლად ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესები მოიწვიონ
პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების საკითხის გამო, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან უხუცესების მოწვევა გახდეს საჭირო.
მისი განცხადებით, უხუცესები უახლოეს დღეებში მაქსიმალურად შეეცდებიან, ადგილზე დაძაბული მდგომარეობა ისე შეიცვალოს, რომ დაპირსპირება და სისხლის ღვრა აღარ მოხდეს.

"ჩვენი წესების მიხედვით, სისხლის აღება მოხდება მხოლოდ იმ პირის მიმართ, ვინც იარაღიდან გაისროლა და ადამიანი მოკლა. შერიგების შედეგი თუ დადგა, ამ დროს დამნაშავე პირს ე.წ შინაპატიმრობა მიესჯება და სახლიდან სხვა სოფელში გადაადგილება გვარის უფროსთან შეთანხმების შემდეგ ეძლევა "- განმარტავს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, 38 წლის მისური ქავთარაშვილი გუშინ, სოფელ საკობიანოში დაპირისპირების დროს მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრა სამი პანკისელი. გარდაცვლილს დღეს 14:00 საათზე დაკრძალავენ.


| Print |
FaceBook Twitter Google