საგარეჯოს მერიამ საახალწლო გაფორმებისა და სცენის მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა
საგარეჯოს მერიამ საახალწლო გაფორმებისა და საკონცერტო სცენის მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების განხორციელების სავარაუდო ღირებულება 16 948 ლარია.
განაცხადების მიღების ვადა 10 დეკემბერს იწურება. 

საგარეჯოს მერიამ აგრეთვე ტენდერი გამოაცხადა  სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საშობაოდ სხვადასხვა საკვები პროდეუქტების (შაქრის, შოკოლადის კანფეტისა და ნამცხვრის)  შესაძენად.

მერია შეიძენს 700 კგ შაქარს, 500 გრ-დან 1000 გრ-მდე დაფასოებულ 700 ცალ კრემიან ნამცხვარს და 700 კგ შოკოლადს 1 კილოგრამიანი შეფუთვით.

ტენდერი 9590 ლარზეა გამოცხადებული.


| Print |
FaceBook Twitter Google