ქვემო მაჩხაანში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დათვალიერა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 196 700 ლარია და რეგიონში განსახიორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 366 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტობეტონის გზის საფარის, ასევე, სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google