გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის დედაც დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 30 წლის მარიამ ეჟიშვილი გარდაიცვალა.
მედიკოსების ინფორმაციით, მას 50%- იანი დამწვრობა ჰქონდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ეჟიშვილი თავდაპირველად , სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

შემთხევა 26 ნოემბერს მოხდა. ხანძარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მარიამ ეჟიშვილის 12 წლის შვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google