საგარეჯოს მერია საახალწლო კონცერტის მოსაწყობად 13 000 ლარს დახარჯავს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ კონცერტის ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 000 ლარია.
ტენდერის პირობების თანახმად კონცერტი 31 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გასტანს. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მუსიკალური გახმოვანება და საკონცერტო სცენის განათება, მინიმუმ 10 კილოვატი სიმძლავრის მაღალი ხარისხის აპარატურით, მაქსიმალური ხმის ეფექტი.

საკონცერტო ნომრებისთვის, ორი შესაძლო ვარიანტიდან მომწოდებელმა შემსყიდველს უნდა შესთავაზოს ერთ ერთი ვარიანტი:

1 ვარიანტი: კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 3 მომღერალმა, თითოეული მათგანი იმღერებს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 სიმღერას. ერთი წამყვანი.

2 ვარიანტი: კოცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს ერთმა ბენდმა და 2 მომღერალმა, თითოეული მათგანი იმღერებს 5 ან 6 სიმღერას.(მომღერლები) ბენდი კი მთელი პროგრამის პროცესში იქნება აქტიურად ჩართული. ერთი წამყვანი.

საგარეჯოს მერიამ ცალკე გამოაცხადა ტენდერი საახალწლო გაფორმებისა და სცენის მონტაჟისთვის, აგრეთვე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საშობაოდ სხვადასხვა საკვები პროდეუქტების (შაქრის, შოკოლადის კანფეტისა და ნამცხვრის) შესაძენად.





| Print |
FaceBook Twitter Google