ვის და როგორ დაეხმარება ახმეტის მერია საახალწლოდ
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 24 მოსახლეს, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტში 21 შშმ პირსა და ერთ ობოლ არასრულწლოვანს საახალწლო ნობათს გადასცემს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 1486 ლარზე უკვე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად საახალწლო ნობათი შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: შაქარი, მაკარონი, უნალექო და ნალექიანი ყავა, ნამცხვარი და კარამელი. ტენდერის ვადა 12 დეკემბერს დასრულდება.

აგრეთვე, ახმეტის მერია გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძენს ბრინჯს,  ზეთს, შესქელებულ რძეს, ფქვილს,  წიწიბურასა და გამაგრილებელ სასმელს. ამისთვის კი 1700 ლარამდე თანაა გათვალისწინებული.







| Print |
FaceBook Twitter Google