ლაგოდეხის პოლიციას ცემაში ადანაშაულებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
შეითნიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს და ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რომ მას ზურგისა და თვალის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

"ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ”,- წერს შეითნიშვილი სოციალურ ქსელში. 

შეითნიშვილი მედიასთან არ კონტაქტობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას, ამას დამოუკიდებელი საგამოიებო უწყება სწავლობს.


| Print |
FaceBook Twitter Google