ლაგოდეხში 325 აბონენტს სასმელი წყლის მრიცხველზე დარიცხული გადასახადი ჩამოეწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხში 325 აბონენტს სასმელი წყლის მრიცხველზე დარიცხული გადასახადი ჩამოეწერა.
გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ მოსახლეობას პირადად გააცნო.

შეგახსენებთ , რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით რამდენიმე თვის წინ, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.




| Print |
FaceBook Twitter Google