სოფელ ქვემო ქედში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში "ენერგო- პრო ჯორჯია " ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ღია სადენები 4 კმ მანძილზე დახურული სადენით შეიცვალა, 152 აბონენტისთვის მოეწყო ახალი აღრიცხვის კვანძი და განხორციელდა ახალი კარადების მონტაჟი. ამორტიზებული საყრდენები რკინა- ბეტონის ახალ საყრდენით იცვლება.

ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ენერგო- პრო ჯორჯიამ მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემ ქსელზე სარაეაბილიტაციო სამუშაოები სულ ხუთ სოფელში განახორციელა.

-"დედოფლისწყაროში უკვე დამთავრდა ოთხი სოფლის გამრიცხველიანება- რეაბილიტაცია. ეს სოფლებია ოზაანი, საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი. ასევე ქალაქ დედოფლისწყაროში ძაბვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1300 აბონენტისთვის ვგეგმავთ ძალოვანი ტრანსფორმატორის დამატებას. როგორც დედოფლისწყაროში, ასევე რეგიონის რვავე მუბიციპალიტეტში მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები.ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ კახეთში სრულად არ მოხდება ქსელის რეაბილიტაცია" - განაცხადა ,,ენერგო- პრო ჯორჯიას" კახეთის ფილიალის დირექტორმა ბერდია გოგლოძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google