ხანძარი თელავში - დამწვარია საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა
გვიან ღამით ხანძარი იყო თელავში. მაჩაბლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google