თელავში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
დღეს, სასტუმრო "ალაზნის ველში," თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე 2020-2023 წლების პრიორიტეტებიც გააცნეს.

ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა - პრიორიტეტების ნუსხა ასე გამოიყურება.

-"NDI-ს და USAID-ს მხარდაჭერით ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. ჩვენ მათთან მთელი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით. ბევრი კითხვა დაისვა, რასაც პასუხი გავეცით.  იყო შენიშვნებიც, ჩვენ დღეს საზოგადოებას გავაცანით ყველა ის რეკომენდაცია, რაც გათვალისწინებული იქნა მერიის მიერ,"-განაცხადა მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

ბიუჯეტის საჯარო განხილვას სამოქალქო საზოგადოების, საკრებულოს ფრაქციების, თელავის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საუბარი შეეხო ასევე საკრებულოსა და მოქალაქეთა ინიციატივებს.

კითხვები და ინიციატივები ძირითადად ინფრასტრუქტურას, ახალგაზრდულ პროექტებს, ჯანდაცვასა და აიიპ-ების დაფინანსების საკითხს ეხებოდა. შენიშნვნების ნაწილი მერიამ უკვე გაითვალისწინა.

ახლა მთავარი საფინანსო დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. 



| Print |
FaceBook Twitter Google