გურჯაანში საახალწლო ღონისძიებებისთვის 95 500 ლარამდე თანხა დაიხარჯება
გურჯაანში საახალწლო ღონისძიებებისთვის და განათებებისთვის 95 500 ლარამდე თანხა დაიხარჯება. მუნიციპალური კულტურის ცენტრს ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული.
პირველია სასცენო გადახურვისა და სცენის მოწყობის სამუშაოები, ასევე შესაბამისი ტექნიკის მონტაჟი, ხმის რეჟისორის, მისი ასისტენტისა და განათების რეჟისორის მომსახურება. ამისთვის სატენდერო  17 800 ლარს შეადგენს.

მეორე ტენდერი 77 700 ლარზეა გამოცხადებული. ეს მოიცავს დიჯეის მომსახურებას 25 დეკემბერს 20 :30 სთ-დან 21:30 სთ-მდე, სანტების დრამ-შოუს. ასევე:
მინიმუმ 5-7 ადამიანისგან შემდგარი ჯაზ-ბენდის მომსახურებას, რომელიც დაუკრავს ცნობილი სიმღერების ქავერებს 21:00 დან 22:30 მდე. მინიმუმ 5-7ადამიანისგან შემდგარი პოპ ბენდი, რომელიც დაუკრავს ცნობილი ევროპული სიმღერების ქავერებს 22:30 დან 24:00 მდე.

გამარჯვებულს ევალება- ვინტაჟური განათების, ფოიერვერკის, საბავშვო სივრცისა და გასართობი შოუების მოწყობა.

აგრეთვე ვალდებულია უზრუნველჰყოს ტრანსპორტირება სამარშუტო მიკრო ავტობუსებით შემდეგი მიმართულებით:
1)კაჭრეთი -გურჯაანი-კაჭრეთი 14:00 სთ-დან 22:00 სთ- მდე
2)კარდენახი- გურჯაანი-კარდენახი 14:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე
3)კალაური- გურჯაანი-კალაური 14:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე

ტენდერი ექვს დეკემბერს გამოცხადდა და 17 დეკემბერს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google