სოფელ თეთრწყლებში ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლების სამხრეთით მდებარე ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა.
2018 წლიდან დღემდე, სპეციალისტებმა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სადგომს მიაკვლიეს, სადაც ადრეშუასაუკუნეების სამეურნეო ხარო, ღუმელი და მცირე ზომის თახჩა აღმოაჩინეს.

არქეოლოგთა შეფასებით, ამავე სადგომის ინტერიერში გამოვლენილი ბრინჯაოს პერიოდის და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ნაქალაქარი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან მოყოლებული ინტენსიურად დასახლებული ტერიტორია იყო.

აგრეთვე, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ნამოსახლარის II (ქვედა) ტერასაზე, სადაც ფილაქნით მოგებული იატაკი აღმოაჩინეს.

აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 949 ლარით ფინანსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google