96 წლის ასაკში ლეგენდარული ლოტბარი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა
ლეგენდარული ლოტბარი და თელავის საპატიო მოქალაქე, ანდრო სიმაშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკალურ საზოგადოებაში ანდრო სიმაშვილი, კახური სიმღერის პატრიარქად ითვლებოდა.
იყო ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი, მინიჭებული ჰქონდა ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის წოდება.

2002 წელს, ანდრო სიმაშვილი, საფრანგეთში, ქართული ხალხური სიმღერების მასწავლებლადაც კი იყო მიწვეული.

2019 წლის 6 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ, ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ლეგენდარული ლოტბარი და პედაგოგი , 1923 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში დაიბადა.

| Print |
FaceBook Twitter Google