დასაქმების ფორუმი თელავში - 500-მდე ვაკანსია სამუშაოს მაძიებლებისთვის
თელავში, სასტუმრო Holiday Inn-ში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა.
-"ამ ფორუმების შედეგად ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება დასაქმებულთა როცხვი. ძალიან კომფორტულია სამუშაოს მაძიებლები ერთ სივრცეში შეხვდნენ აბსოლუტურად განსხვავებული სოფეროს წარმომადგენლებს და მოსინჯონ თავიანთი თავი ამა თუ იმ პოზიციაზე. ჩვენი ფორუმებით აგრეთვე კარგად სარგებლობენ დამსაქმებლებიც,"- განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.

სამუშაო ადგილები ძირითადად სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფროდან იყო წარმოდგენილი.

-"მე პროფესიით იურისტი ვარ, სამწუხაროდ არ იყო ვაკანსია ამ მიმართულებით. თუმცა დამაინტერესა სხვა პოზიციამაც. შევავსე განაცხადი და იმედი მაქვს, რომ გამომეხმაურებიან,"-აღნიშნა ნინო ბუზიაშვილი.

თელავის დასაქმების ფორუმი რიგით მეათეა, რომლის ორგანიზება სოციალურმა სააგენტომ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული დასაქმების ხელშემწყობი სერვისებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სულ  1332 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 84 შშმ პირი.


| Print |
FaceBook Twitter Google