თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომელთა შორის უმრავლესობა საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არიან, დედაქალაქისკენ უკვე გაემზავრნენ.
"ქართული ოცნების" წევრისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, აქციას თელავიდან 1500-მდე ადამიანი შეუერთდება.

-"დღეს ათას ხუთასამდე ადამიანი მიდის თბილისში. მსურველი მეტი იყო, მაგრამ ორგანიზება ვერ მოხერხდა. ყველა ადამიანი საკუთარი სურვილით მიდის, იმისათვის, რომ ევროპული არჩევანი იზეიმოს," განაცხადა კოჭლოშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google