საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217 ლარია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).

2019 წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1475 ლარია, ქალების საშუალო ხელფასმა კი მხოლოდ 924 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების თვიურ ანაზღაურებას აღემატებოდა თითქმის ყველა სექტორში.
| Print |
FaceBook Twitter Google