სოფელ კასრისწყალში 84 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლამდე ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ჰყავდა, რომელიც რადენიმე დღის წინ გაყიდა, რათა მესაქონლეობისთვის თავი დაენებებინა და მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი რამდენიმე დღე აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს. პოლიციამ კი იგი საკუთარ სახლში მოკლული აღმოაჩინა.

მკვლელობის მთავარ მიზეზად ყაჩაღობა სახელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google