კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან
კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან.  კლიმატური საფრთხეების შესახებ, 19-20 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გაიმართა სათემო ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატური საფრთხეების შესახებ და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს.

სათემო ფორუმი ჩატარდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში,რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში შვიდი წლის მანძილზე განხორციელდება.

პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატურის აფრთხეებისგან.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენი საერთო საფრთხეა, ხოლო მათთან გამკლავება სისტემურ მიდგომასა და ყველა ჩვენგანის მონაწილეობას მოითხოვს“. ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა მხოლოდ დედაქალაქში არსებული ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნაUNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
| Print |
FaceBook Twitter Google