რა? სად? როდის? - თელავის მერიამ საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს "ბიბლუსის" ვაუჩერები გადასცა
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის“ თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის გამართული ტურნირის „მერის თასის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადასცა:

I ადგილის მფლობელი თელავის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „LSD“ გახდა, რომელიც 500ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა.

II ადგილი დამოუკიდებელმა გუნდმა „ადამიანები+“ დაიკავა და საჩუქრად 400 ლარის ოდენობის ვაუჩერი მიიღო.

III ადგილზე მეცხრე საჯრო სკოლის გუნდი „აგორა“ გავიდა. გუნდის წევრებს ,,ბიბლუსის,, 300 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.

საუკეთესო მოაზროვნედ თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა ორკოდაშვილი დასახელდა, რომელსაც საჩუქრად ,,ბიბლუსის,, 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.


| Print |
FaceBook Twitter Google