სიკეთე გადამდებია - მაღაზია "გერმანიას" კიდევ ერთი საჩუქარი შშმ ბავშვებს
გურჯაანში მდებარე მაღაზია "გერმანიამ" კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია მოაწყო. მაღაზიის მეპატრონის გიორგი ხაზიურის გადაწყვეტილებით, 6 შშმ ბავშვს 50 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
-"გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაცია მადლობას უხდის მაღაზია გერმანიას და მის მფლობელს ბატონ გიორგი ხაზიურს გამოჩენილი სიკეთისა და დიდი გულისხმიერებისათვის, რომელთაც ჩვენს ორგანიზაციას შშმ პირებისათვის გადასცეს 50 ლარიანი საახალწლო სასაჩუქღე ვაუჩერები. მათ ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში მნიშვნელოვნად ეხმარებათ კეთილი ადამიანების მიერ გაწეული ქველმოქმედება, სიკეთე გადამდებია. მართლაც დიდი ბედნიერებაა ამ ბავშვების ბედნიერი სახეების დანახვა, რომელთა ღიმილიც მადლიერების გამოხატულებაა კეთილი ადამიანების მიმართ, ვინც იზრუნა მათი საახალწლო განწყობის გალამაზებაზე,"-აღნიშნა გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მირანდა ფაიქიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google