ახალი ამბები
სოფელ ქვემო ბოდბეში მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თანამედროვე სტანდარტების, ახლადგახსნილი მესაქონლეობის ფერმა შპს „თეთრი ფერმა“ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
"ეს ფერმა ნამდვილად გამორჩეული და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს მესაქონლეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს. პროგრამებს, რომლებიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მესაქონლეობის კუთხით არსებობს და რაზეც, სამინისტრო ბოლო წლებში ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს სულ უფრო მეტი მაღალპროდუქტიული, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ფერმა, სადაც ყველა სტანდარტი დაცული და გათვალისწინებული იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მესაქონლეობის მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტში ჯამურად, 15 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 1 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

„თეთრი ფერმა“ ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანიაში, მუდმივად დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მიხეილ გრემელაშვილი საკმაოდ აქტიური დეპუტატი გახლავთ, დაველოდოთ
გამოძიების შედეგებს და ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას -
ამის შესახებ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ
მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მიხეილ გრემელაშვილი საკმაოდ აქტიური დეპუტატი გახლავთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას - ამის შესახებ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
12:25 / 09.07.2020
მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
12:06 / 09.07.2020
13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის
აკრძალვა მოიხსნება.
13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება.
11:33 / 09.07.2020
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დეპუტატი  მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი  მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.
09:06 / 09.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4655
USD
USD
1
3.0600
GBP
GBP
1
3.8681
TRY
TRY
1
0.4456
RUB
RUB
100
4.3263
ამინდი
გურჯაანი 20 / 31 °C
img
საგარეჯო 19 / 27 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 32 °C
img
ლაგოდეხი 18 / 28 °C
img
ყვარელი 20 / 31 °C
img
თელავი 19 / 27 °C
img
ახმეტა 19 / 27 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.