სოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ერთი ადამიანი ცხოვრობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google