ვის დაეხმარება თელავის მერია საახალწლოდ
თელავის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 500 ბენეფიციარს დაეხმარება. როგორც speqtri.ge-ს მერიაში განუცხადეს, ამისთვის 18 316 ლარია გათვალისწინებული.
500 ამანათი უკვე მზად არის, რომელიც გადაეცემათ მარტოხელა მშობლებს, მარჩენალდაკარგულებს, შშმ სტატუსის მქონდე ბავშვებს, მრავალშვილიანებს, უდედმამო ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ მოხუცებს, 9 აპრილს დაზარალებულებსა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.

ამანათის შემადგენლობაშია: გოზინაყი, შოკოლადის კანფეტი, მანდარინი, შაქარი, ზეთი, მანი, ბრინჯი და წიწიბურა.
| Print |
FaceBook Twitter Google