თელავის 2020 წლის ბიუჯეტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 25-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ბიუჯეტი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარადგინეს.

2020 წლის ბიუჯეტი 24 548 100 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით თითქმის სამი მილიონი ლარით მეტია.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ.

"ჩვენ, "ევროპული საქართველო" ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ბიუჯეტის განხილვისას, კომისიებშიც არ მიმიღია მონაწილეობა. დღეს თავი შევიკავე ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან. სხდომაზე წარმოდგენილმა ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარ არ დაუჭირა,"-განუცხადა speqtri.ge-ს საკრებულოს დეპუტატმა "ევროპული საქართველოდან" ლელა მენთეშაშვილმა.

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.


| Print |
FaceBook Twitter Google