დედოფლისწყაროს ნაძვის ხე დაიწვა [Video]
დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქით გავრცელდა.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი განმარტავს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თუმცა, რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს. მისივე ინფორმაციით, ნაძვის ხე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დედოფლისწყაროში მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით ეს პირველი ინცინდენტი არ არის. 2017 წლის დეკემბერში ახალი წლის მთავარი სიმბოლო ძლიერი ქარის გამო წაიქცა.




| Print |
FaceBook Twitter Google