დედოფლისწყაროში ახალ ნაძვის ხეს დადგამენ [Video]
დედოფლისწყაროს საშობაოდ ახალი ნაძვის ხე ექნება - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მინდა გაგახაროთ თითოეული დედოფლისწყაროელი და გითხრათ, რომ ჩვენ ჩამოვიტანეთ სრულიად ახალი ნაძვის ხე, დავიწყეთ მისი მონტაჟი და ჩვენ გვექნება კახეთში ყველაზე მაღალი ნაძვის ხე. ასე რომ, ყველას გელოდებით 6 იანვარს, შობის წინა დღეს, რათა გავანათოთ ჩვენი ახალი ნაძვის ხე და გავახაროთ ბავშვები.“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა. როგორც დედოფლისწყაროს მერმა აღნიშნა, პოლიციამ უკვე დაადგინა ის პიროვნება, რომელმაც ნაძვის ხე დაწვა.






ფოტო: მუნიციპალიტეტის მერია
| Print |
FaceBook Twitter Google