გურჯაანელი ექიმი თემურ ნესუაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი დააკლდა. 69 წლის ასაკში ექიმი-ვენეროლოგი, თემურ ნესუაშვილი გარდაიცვალა.
მან 1975 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1975-1980 წლებში მუშაობდა აფხაზეთში, ქალაქ გალში ექიმ-ვენეროლოგად.

1980-1987 წლებში გურჯაანის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი იყო,  მუშაობდა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში.

2011 წლიდან გახსნა "ერთი ექიმის კლინიკა", სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ის იყო არა მარტო კარგი პროფესიონალი, არამედ საუკეთესო მეგობარიც.

მედიაგამოცემა speqtri.ge მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.



ფოტო: ფეისბუქი


| Print |
FaceBook Twitter Google