პირველი აპრილის შემდეგ ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება
ახალი რეგულაციის თანახმად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებს, საჭის გადატანა 2020 წლის პირველ აპრილამდე შეეძლებათ. აღნიშნული პერიოდის შემდეგ საჭის გადატანა აიკრძალება.
ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა.

„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას. რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.



.
| Print |
FaceBook Twitter Google