თელავის მერია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს სტიპენდიას ჩაურიცხავს
თელავის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ სტუდენტებს, ვისაც პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება სურს და წარმატებული სტუდენტი იქნება, თელავის მერია სტიპენდიის სახით 1000 ლარს ჩაურიცხავს.
-"ასეთი თელავის მუნიციპალიტეტში სულ 16 ბავშვია. თუ ისინი პროფესიულ კოლეჯში სწავლას მოისურვებენ, მათ წელიწადში ორჯერ ჩავურიცხავთ სტიპენდიას, 500-500 ლარის ოდენობით. ეს პროგრამა წელს პირველად განხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"-აღნიშნა speqtri.ge-სთან სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტია 16 000 ლარია.



| Print |
FaceBook Twitter Google