რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019-2020 სასწავლო წელს განათლების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა.
სახელმწიფო საქართველოს მასშტაბით ფაკულტეტებს მხოლოდ 10 უნივერსიტეტში აფინანსებს, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რისთვისაც 587 250 ლარია გამოყოფილი. 

უფასო ფაკულტეტების სია აღნიშნულ საგანმანათლებო დაწესებულებაში ასე გამოიყურება:

-ისტორია
-ქართული ენა და ლიტერატურა
-ბიოლოგია
-სასურსათო ტექნოლოგია
-მათემატიკა
-აგრონომია
-ეკონომიკა
-დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.




| Print |
FaceBook Twitter Google