თელავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს განახლდება
თელავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს განახლდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ლუარსაბაშვილმა განუცხადა.
-„სწავლის დაწყების სავარაუდო მონახაზი გვქონდა 15-20 იანვარი. სააღმზრდელო პროცესი 20-ში განახლდება. გადაწყვეტილება მივიღეთ ნაწილობრივ ვირუსებთან და ნაწილობრივ ხაზინა-შესყიდვებთან დაკავშირებით. ბაღი მზადყოფნაშია, მენიუები და შეკვეთები გამზადებულია, მხოლოდ ტექნიკური დეტალები ზუსტდება, რასაც მთელი კვირა სჭირდება. ტენდერი დიდი ხანია დასრულებულია, ხომ უნდა გამოვიკვლიოთ ვინ არის კომპანია, ვინც ტენდერში მონაწილეობას იღებს?!,“-აღნიშნა ია ლუარსაბაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 31 საბავშვო ბაღია. ყველა საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 27 დეკემბერს შეწყდა.


| Print |
FaceBook Twitter Google