თელავის მერი თენგიზ სიმაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან კავშირი არ აქვს.
ნარეკლიშვილის თქმით, თუ სიმაშვილი მისი მისამართით ცილისმწამებელ ვარაუდებზე ბოდიშს არ მოიხდის, სამათლებრივ დავას დაიწყებს.

"სიმაშვილის ცილისმწამებელი განცხადებების დროს მე არ ვიყავი სააქართველოში, აქედან გამომდინარე დღეს მინდა გამოვეხმაურო იმ ბრალდებებს რაც, ჩემი მისამართით გააჟღერა, როგორც მედიით, ასევე სოციალური ქსელით.ის რომ მე სიმაშვილთან რაიმე დაპირისპირება მქონდა და გოდერძიშვილი ჩემი ნათესავია სიმართლეს არ შეესაბამება.აქედან გამომდინარე ვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას,სხვა შემთხვევაში სამართლებრივ დავას დავიწყებ,"- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ სიმაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი გოჩა გოდერძიშვილი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავია, თავს დაესხა. 

-"გოდერძიშვილი, მერთან ნათესაური კავშირის გამო, დამიპირისპირდა,რადგან ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე. ნარეკლიშვილს ეს არ სურს, მერს არ უნდა მუზეუმის გახსნა. ვფიქრობ, ეს მუქარაც და თავდასხმაც მერის განწყობას უკავშირდება. მოვითხოვ სამართლიანად გამოიძიონ,"-ამბობდა სიმაშვილი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google