საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საგარეჯოში ღონისძიება გაიმართება
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოში, 11: 00 საათზე, გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩოხოსნები ქართულ დროშას აღმართვენ მერიის შენობის წინ. ღონისძიებას დაესწრება მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის დაამტკიცეს საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვარს.


| Print |
FaceBook Twitter Google